ჩვენ გეხმარებით გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი

რათა შერჩევა, ყიდვა და მონტაჟი მოსახერხებელი იყოს თქვენთვის
ევრო მოდერნ ჰაუსის შესახებ
კარებისა და ფანჯრების მომწოდებელი კერძო და კომერციული მიზნებისთვის
კომპანია "ევრო მოდერნ ჰაუსი" აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებსა და ფასადურ სისტემებს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ბრენდებთან - Cortizo (ესპანეთი), Roto (გერმანია). კომპანია Cortizo არის ლიდერი კომპანია ევროპაში მეტალოპლასტმასისა და ალუმინის პროფილების წარმოებაში, მას ამ სფეროში მუშაობის 45 წლიანი გამოცდილება აქვს.
ჩვენ 10 წლის განმავლობაში ვასრულებთ დიდ და მცირე პროექტებს. ჩვენი კლიენტები სარგებლობენ საუკეთესო ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარებით, ფანჯრებითა და ფასადის სისტემებით.

უკეთ რომ გაიგოთ, თუ როგორი მასალებითა და დანადგარებით ვმუშაობთ, გეპატიჟებით ჩვენს ოფისსა და შოურუმში.

შესრულებული პროექტები

მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ Cortizo - ს მასალებით შესრულებული პროექტები
სასტუმრო - IOTA HOTEL TBILISI
2016-2017 წლებში ჩვენ ვმუშაობდით სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI-ს სამშენებლო პროექტზე. დავამზადეთ და დავამონტაჟეთ: ენერგოდამზოგავი კარ-ფანჯრები, რესტორნის ფასადი და მინის სახურავი.

გამოვიყენეთ ესპანური Cortizo - ს ბრენდის მყარი (სპეც. შენადნობი) ალუმინის ანოდირებული პროფილები, საგანგებოდ შერჩეულ ფერებში.
საცხოვრებელი კორპუსი ესპანეთში
2012 წელს, Cortizo - ს ალუმინის კარ-ფანჯრით აღჭურვილ იქნა საცხოვრებელი კორპუსი. გამოყენებულია ალუმინის ეკონომიური სერიის პროფილები.
როგორც ამ მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ პროექტის შესრულება ანალოგიური მასალით.
სოციალური პროექტი - საცხოვრებელი კორპუსი ესპანეთში
2012 წელს, Cortizo - ს ალუმინის კარ-ფანჯრით, შესრულდა სოციალური საცხოვრებელი კორპუსი. გამოყენებულ იქნა ალუმინის ენერგოეფექტური, ეკონომიური სერიის პროფილები. ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ ანალოგიური მასალა, საუკეთესო ფასებში.
საოფისე შენობა ესპანეთში
გამოყენებულ იქნა ალიკაბონდი (კომპოზიტ პანელი), ფასადური სისტემა, კარ-ფანჯარა და სპეციალური კარები.
Cortizo-ს ალუმინის მასალები გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს.
საზღვაო შენობა
კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც Cortizo - ს მასალებით შესრულდა 2014 წელს. ამ შენობაში, რომელიც გამოირჩევა თავისი ფერებისა და ფორმების ორიგინალურობით, გამოყენებულ იქნა ფასადური სისტემა, ალიკაბონდი (კომპოზიტ პანელი), მზისგან დამცავი ჟალუზები და კარ-ფანჯარა. ევრო მოდერნ ჰაუსი გთავაზობთ ესპანური ინჟინრების ჩართულობას თქვენს პროექტში, რათა აშენოთ უნიკალური შენობები.
Made on
Tilda