ჩვენ მიერ დამზადებული მრავალფეროვანი ბადეები დაგიცავთ მწერებისაგან, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით

თეთრი გასაღები ბადე

60 ლარი / კვ.მ.
პროფილის მასალა - ალუმინი
პროფილის ფერი - თეთრი
ჩამკეტი მექანიზმი - მაგნიტი
3 ანჯამა



150 მოდელზე მეტი ვარიანტი

კომპლექტაციაში დამატება

ეს მასალები შეჰმატებენ თქვენს ბინას დამატებით სიმყუდროვეს და დაცვას
ბადე
ბადე საუკეთესო საშუალებაა მწერებისგან თავდასაცავად.
ევრო მოდერნ ჰაუსი გთავაზობთ მრავალფეროვან, თანამედროვე ტიპისა და დახვეწილი დიზაინის მქონე ბადეებს, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით სახლებსა და ოფისებში.

ჩვენ გვაქვს შემდეგი სახეობები:
გასაღები ბადე — კარისებრი გაღებით. ეს არის ეკონომიური და სტანდარტული ბადე, რომელიც უმჯობესია გამოიყენოთ აივნის კარ-ფანჯრებზე.
ბადე როლეტი — ასაწევი/გასაწევი ბადე, დასახვევი მექანიზმით. გამოიყენება ყველა ტიპის ფანჯარასა და კარზე.
ბადე გოფრა — ასაწევი/გასაწევი ბადე, რომელიც გოფრირებულად იკეცება. ეს არის თნამედროვე და კომფორტული მექანიზმი, რომელიც ასევე გამოიყენება ყველა ტიპის ფანჯარასა და კარზე.
რაფა
ფანჯრის რაფა ვიზუალურად აუმჯობესებს ფანჯრის დიზაინს.

ევრო მოდერნ ჰაუსში შეგიძლიათ შეარჩიოთ 3 ტიპის რაფა სხვადასხვა ფერითა და ფაქტურით:
გრანიტის რაფა — დიზაინერული თვალსაზრისით მარტივად შეგიძლიათ შეუხამოთ და მოარგოთ ფანჯარას, მისი ფერთა გამითა და ფაქტურის საშუალებით.
მარმარილოს რაფა — მაღალხარისხიანი მასალა, რომელიც გაძლევთ ფართო შესაძლებლობებს დიზაინისა და ფერების მხრივ. გამოირჩევა დახვეწილობით და გამოიყენება მაღალხარისხოვან პრესტიჟულ ბინებში.
პლასტმასის რაფა — ყველაზე ეკონომიური ვარიანტი. შესაძლებელია ფერთა ფართო არჩევანი, რომელიც ხშირად გამოიყენება თეთრ ფერში.
ყურადღება!
მისაღები კომპლექსტაციის შერჩევაში დაგეხმარებათ ჩვენი მენეჯერი შეხვედრისას ან ტელეფონით.

თქვენ შეგიძლიათ თავად აიღოთ ზომები ან გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტები ზუსტი აზომვების შესასრულებლად.

რაც მთავარია - ამზომველის გამოძახება არაფერს გავალდებულებთ: შეკვეთის გაფორმების მიუხედავად, ეს სრულიად უფასოა.
Made on
Tilda