თითოეული ბინა უნიკალურია.
ჩვენ ვიცით, როგორ შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები ფასისა და ხარისხის ფანჯრები

კომპლექტაციაში დამატება

ეს მასალები შეჰმატებენ თქვენს ბინას დამატებით სიმყუდროვეს და დაცვას

ბადე

ბადე საუკეთესო საშუალებაა მწერებისგან თავდასაცავად.
ევრო მოდერნ ჰაუსი გთავაზობთ მრავალფეროვან, თანამედროვე ტიპისა და დახვეწილი დიზაინის მქონე ბადეებს, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით სახლებსა და ოფისებში.

ჩვენ გვაქვს შემდეგი სახეობები:
გასაღები ბადე — კარისებრი გაღებით. ეს არის ეკონომიური და სტანდარტული ბადე, რომელიც უმჯობესია გამოიყენოთ აივნის კარ-ფანჯრებზე.
ბადე როლეტი — ასაწევი/გასაწევი ბადე, დასახვევი მექანიზმით. გამოიყენება ყველა ტიპის ფანჯარასა და კარზე.
ბადე გოფრა — ასაწევი/გასაწევი ბადე, რომელიც გოფრირებულად იკეცება. ეს არის თნამედროვე და კომფორტული მექანიზმი, რომელიც ასევე გამოიყენება ყველა ტიპის ფანჯარასა და კარზე.

რაფა

ფანჯრის რაფა ვიზუალურად აუმჯობესებს ფანჯრის დიზაინს.

ევრო მოდერნ ჰაუსში შეგიძლიათ შეარჩიოთ 3 ტიპის რაფა სხვადასხვა ფერითა და ფაქტურით:
გრანიტის რაფა — დიზაინერული თვალსაზრისით მარტივად შეგიძლიათ შეუხამოთ და მოარგოთ ფანჯარას, მისი ფერთა გამითა და ფაქტურის საშუალებით.
მარმარილოს რაფა — მაღალხარისხიანი მასალა, რომელიც გაძლევთ ფართო შესაძლებლობებს დიზაინისა და ფერების მხრივ. გამოირჩევა დახვეწილობით და გამოიყენება მაღალხარისხოვან პრესტიჟულ ბინებში.
პლასტმასის რაფა — ყველაზე ეკონომიური ვარიანტი. შესაძლებელია ფერთა ფართო არჩევანი, რომელიც ხშირად გამოიყენება თეთრ ფერში.

ფარდა-ჟალუზი

ფარდა-ჟალუზი მისცემს თქვენს ოფისს ან ბინას დამატებით სიმყუდრვეს და დაიცავს მზის სხივებისაგან.
ევრო მოდერნ ჰაუსი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ფარდა-ჟალუზებს ფერთა ფართო არჩევანით:
ვერტიკალური ფარდა ჟალუზი — ფერთა ფართო სპექტრი გაძლევთ შესაძლებლობას ლამაზად შეუხამოთ ნებისმიერი სახის ინტერიერს. ფარდის მასალა არის მყარი და არ იკავებს მტვერს.
ჰორიზონტალური ჟალუზი — არის პრაქტიკული და მარტივად მოსავლელი.

კაროლაჟი

კაროლაჟი არის მინაკოლოფში ჩასმული დეკორაცია, რომელიც დამახასიათებელია ინგლისური სტილისთვის. არის ვიზუალურად მიმზიდველი და მოხდენილად ეხამება ინტერიერს.

ევრო მოდერნ ჰაუსი გთავაზობთ კაროლაჟს ფერისა და ფორმის ფართო არჩევანით, ხელმისაწვდომ ფასად.

სპეციალური მინები

ჩვეულებრივი გამჭვირვალე მინის გარდა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ბინაში ან ოფისში სპეციალური მინები.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი სახეობის მინები:
დამუქებული მინა — ნაკლებ მზის სხივს შემოუშვებს სახლში, ამავდროულად გარედან მინა სარკისებრია, ხოლო შიგნიდან გამჭვირვალე.
ნაწრთობი მინა — გამოიყენება გარე ფასადებში, მოაჯირებზე და გადახურვებში. მას გააჩნია განსაკუთრებული სიმყარე და გატეხვის შემთხვევაში იგი იფშვნება პატარა ნაწილებად, რაც უზურნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას მაღალი სართულებისთვის.
ლამექსი — ორი ან მეტი შეწებებული მინა, რომელიც გამოიყენება გადახურვისთვის, მოაჯირებისთვის და სხვა მრავალი დანიშნულებით, მათ შორის ტყვიაგაუმტარი შემინვებისთვის.
ფერადი მინა — გამოიყენება დეკორაციად მოაჯირებზე, ფასადებზე, სახლის შიდა დიზაინებში. ეს მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე.
კომპლექტაციის ფართო არჩევანი
206
მოდელის ფანჯარა ესპანეთიდან და თურქეთიდ
70
სხვადასხვა ფერის არჩევანი თქვენი ფანჯრისა თუ კარისთვის
26
სახის მინა სხვადასხვა დონის მზის დამცავი თუ სიმკვრივის თვისებებით
87
სახეობის ჩამკეტი მექანიზმი და სახელურები კარ-ფანჯრისთვის
Made on
Tilda